უმედლო გამოდგა ქართული დელეგაციისთვის ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეც.
66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, ბრინჯაოს შანსი ჰქონდა, მაგრამ…
მარგველაშვილი განთესილი იყო, პირველ წრეში ისვენებდა და მსოფლიო ჩემპიონატი მეთესმეტედფინალში მაროკოელ აბდურამან ბუშიტასთან მოგებით გახსნა. მერვედფინალში ჩვენებურმა უკრაინელი კარო მარანდიანს კი სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ იოშირო მარუიამასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვს მოუგო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა მოლდაველ დენის ვეირუსთან დათმო.
ამ წონაში მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ჰიფუნი აბე გახდა, რომლის დამ, უტა აბემ ქალთა 52 გილოგრამამდე წონაში იჩეიმპიონა.
ხვალ ქართველთაგან ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილი (73) და ეთერ ლიპარტელიანი (57) გავლენ.