„მანჩესტერ სიტის“ მარჯვენა მცველმა, კაილ უოკერმა, გასულ კვირას თანაქალელ „იუნაიტედთან“ მატჩში (6:3) ტრავმა მიიღო. ექიმების ვარაუდით, მას მინიმუმ ექვსი კვირა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატიც გაუცდება. რაც დიდი დარტყმა იქნება ინგლისის ნაკრებისთვის.
„სიტის“ ექიმებმა დაადასტურეს, რომ ოთხშაბათს უოკერს საზარდულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს თამაშს, რადგან ნაოპერაციევს სარეაბილიტაციო კურსიც დასჭირდება.
თავად უოკერი ცდილობს იმედი არ დაკარგოს. საავადმყოფოდან სოციალურ ქსელში ფოტო და კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც წერს: „პროფესიონალები ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ ტრავმები ფეხბურთის განუყოფლი ნაწილია. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ახლა მთელი ყურადღება რეაბილიტაციის კურსს უნდა დავუთმო. მადლობა თბილი სიტყვებისთვის.“