სტატისტიკურ-ანალიტიკურმა ვებ გვერდმა whoscored.com-მა ესპანური ლა ლიგის სექტემბრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და საუკეთესო მეკარედ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

სექტემბერში ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიამ“ სამი მატჩი ჩაატარა (4 სექტემბერი: „ვალენსია“-„ხეტაფე“ 5:1, 10 სექტემბერი „რაიო ვალეკანო“-„ვალენსია“ 2:1, 17 სექტემბერი, „ვალენსია“-„სელტა“ 3:0), ამ შეხვედრებში მამარდაშვილი „ღამურებში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, „რაიო ვალეკანოსთან“ წაგებულ შეხვედრაში კი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

სექტემბერში მისი თამაშის საშუალო შეფასება whoscored.com-ის მიხედვით 7.18 ქულაა.

შეგახსენებთ, სექტემბერში გიორგი მამარდაშვილმა „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგად 2021-2022 წლების სეზონის მიხედვით საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ირგუნა.

No description available.