Sadio Mane disputes Karim Benzema's dismissive Liverpool jibe before  Champions League final - Mirror Onlineმიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, სადიო მანემ, თქვა, რომ წლევანდელი „ოქროს ბურთი“ მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ქარიმ ბენზემას უნდა გადასცენ.

„ვფიქრობ, ქარიმმა დაიმსახურა წლეულს „ოქროს ბურთის“ მიღება. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა „რეალში“. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. ძალიან გამიხარდება მისი წარმატება.

მართალია, მე სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასი მოვიგე და ბედნიერი ვარ, მაგრამ „ოქროს ბურთი“ ქარიმს ეკუთვნის ამას გულწრფელად გეუბნებით“, – ციტირებს მანეს სიტყვებს ფრანგული „ეკიპი“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება.