მადრიდის „რეალის“ მეკარე, ტიბო კურტუა, დიდი ალბათობით, „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს, რომელიც ესპანური პრიმერას მე-9 ტურში, 16 ოქტომბერს გაიმართება მადრიდში.

დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თქვა, რომ ბელგიელი კარის დარაჯის ტრავმა, შესაძლოა, იმაზე გაცილებით სერიოზული გამოდგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ამ მიზეზით კურტუამ უკვე გამოტოვა „ოსასუნასთან“ მატჩი (1:1) და „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაშიც არ არის განაცხადში (თამაში დღეს, 5 ოქტომბერს გაიმართება მადრიდში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება).

კლუბის ექიმების განმარტებით, „ოსასუნასთან“ მატჩის წინ, კურტუა რადიკულიტმა შეაწუხა და როდის დაუბრუნდება მინდორს უცნობია.

Where does Real Madrid star Thibaut Courtois rank among the best GKs? -  Page 2