„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, კარიერა შესაძლოა, „ბარსელონაში“ გააგრძელოს.
ესპანური კლუბი მზადაა 31 წლის ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი გაუფორმოს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში გერმანელი შუახაზელი თავისუფალი აგენტი გახდება.
თავის მხრივ, ქალაქელების მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას, გიუნდოგანის იმედი აქვს და ახალი ხელშეკრულების თაობზე მასთან მოლაპარაკებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაიწყებენ.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „სიტიში“ „დორტმუნდან“ 2016 წლის ზაფხულში გადავიდა.