ფამაგუსტას “ანორთოზისი”, სადაც გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ, ქართველების ძველმა ნაცნობმა, ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა ჩაიბარა. კვიპროსულ კლუბსა და ესპანელ სპეციალისტს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
“ანორთოზისამდე” ჩისკო ესპანურ “უესკას” წვრთნიდა, მანამდე კი ინგლისურ “უოტფორდს” ხელმძღვანელობდა. ქართველ ქომაგს ჩისკო ყველაზე კარგად თბილისის “დინამოდან” ახსოვს, სადაც 2011-15 წლებში გიორგი ლორიასთან ერთად თამაშობდა (129 მატჩი ჩაატარა და 79 გოლი შეაგდო), ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელი იყო. “დინამოში”, ჩისკო ორჯერ გახადა საქართველოს ჩემპიონი.