„ლივერპულმა“ სეზონი ცუდად დაიწყო. ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატს 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ამასთან დაკავშირებით მერსისაიდელთა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„მართალია, დასაწყისი კარგი ვერ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია მალე ვიპოვით ჩვეულ იმპულსს და ძველებურად ავთამაშდებით. ამისათვის ერთად ბევრი შრომაა საჭირო. მინდორზე გასვლა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. მეორე მხრივ, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვთამაშობთ. გუნდები სულ უფრო ძლიერდებიან და კონკურენციაც მატულობს“, – თქვა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა.