„შოთა არველაძე და პეტერ ვან დერ ვინი „ჰალ სიტის“ ტოვებენ, მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის, წარამატებები მომავალ საქმიანობში. სანაკრებო პაუზის დროს შოთას რამდენჯერმე შევხვდი. განვიხილავდით კლუბის მომავალი განვითარების გზებს, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს აღარ დაემთხვა და თანამშრომლობის შეწყვეტა გადავწყვტეთ“ – ეს „ჰალ სიტის“ თურქი მფლობელის აჯუნ ილიჯალის განცხადებაა.

შოთა არველაძისა და მისი თანაშემწის გუნდიდან წასვლა კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმაც დაადასტურა, „ვეფხვების“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ენდი დოუსონი შეასრულებს.

„ჰალი“ სადღეისოდ ინგლისის ჩემპიონშიპში მე-20 ადგილზეა.

Shota Arveladze makes key promise to Hull City supporters - Hull Live

წილი
წინა სტატიავალენსიას ეპოქის იმედი ჩაესახა
შემდეგი სტატიაუეფამ რუსეთს უარი გააწნა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...