
სამივეს პირდაპირ მეორე ლიგაში დაუშვებენ. თუმც, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსების ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.
„დაბეჯითებით გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას, რომელიც UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2014 წლის დეკემბერში იქნა მიღებული. რაც შეეხება ყირიმის სიტუაციას, UEFA-ს საგანგებო კომიტეტის 2014 წლის 22 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყირიმულ კლუბებს აეკრძალათ რუსეთის მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობა, ეს რეგიონი ხომ „განსაკუთრებულ ზონად” ითვლება“, – წერის უეფას გავრცელებულ განცხადებაში.