Messi is leaving a legacy after breaking Pele record, says 'proud' boss  Scaloniარგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი, აღფრთოვანებულია თავისი შეგირდისა და სეხნიის, ლიონელ მესის თამაშით.

„უბრალო გულშემატკივარი რომ ვიყო, მესის თამაშის სანახავად დიდ ფულს გადავიხდიდი და მის მაისურას მაინც ვიყიდდი, რომელი ქვეყნის ნაკრების წევრიც არ უნდა იყოს.

არ ვიცი, დაიბადება კი ოდესმე მისი მსგავსი ფეხბურთელი. ამიტომ, ვიდრე მოედანზეა, უნდა დავტკბეთ მისი თამაშით.

ხომ ხედავთ, ფედერერი წავიდა ჩოგბურთიდან, მაგრამ ხალხს კვლავ მისი ნახვა სურს კორტზე. იგივე იქნება მესის შემთხვევაშიც“, – თქვა სკალონიმ არგენტინულ მედიასთან საუბრისას.