კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ, ლისაბონში ერთერთ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი 40 წლამდე აპირებს ფეხბურთის თამაშს და თუ ის ვერ გადავა „სპორტინგში“, მისი შვილი აუცილებლად ითამაშებს ამ კლუბში.
„თუ კრიშტიანუ ვერ მოახერხებს „სპორტინგში“ კარიერის დასრულებას, მისი შვილი – კრიშტიანუ-უმცროსი აუცილებლად ითამაშებს ამ კლუბში. ამას გპირდებით. ღმერთის წყალობით, ადრე თუ გვიან ეს მოხდება“, – დასძინა დოლორეშმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „სპორტინგის“ აკადემიის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც ამ კლუბში დაიწყო.