ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ მომავლის 60 ტალანტს შორის თბილისის „დინამოს“ 17 წლის ნახევარმცველი ლუკა პარკაძეც დაასახელა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა წინასწარი კონტრაქტი და 2023 წლის ზაფხულიდან გერმანულ კლუბს შეუერთდება.
„რთული სათქმელია, რამ მიიქცია მეტი ყურადღება: კარგმა თამაშმა გერმანიის 17-წლამდელებთან, თუ ჩეხეთის 17-წლამდელთა კარში გატანილმა გოლმა. ასეა თუ ისე ლუკა პარკაძე შეამჩნიეს. ის მრავალმხრივი მოთამაშეა, ბევრი გამორჩეული უნარი აქვს – შეუძლია თამაში რამდენიმე პოზიციაზე – 8 ნომერზე, 10-იანის პოზიციაზე და ფლანგზე. ძლიერი დრიბლიორია, კარგად მოძრაობს ბურთით და ასევე შეუძლია საკვანძო პასის გაკეთება, კარგად ურტყამს ორივე ფეხით“, – წერს „გარდიანი“.
აი, რას ამბობს მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორი იოჰან ზაუერი: „ჩვენი სკაუტები დიდი ხანი აკვირდებოდნენ ლუკას თამაშს. შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა როდესაც ჩვენს გუნდში გაიარა სინჯები. მოხარულები ვართ, რომ მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ და 2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენთან ერთად მოემზადება”.