93 წლის ასაკში რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა. ძალოსნობაში ქართველებს 4 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, რაფაელ ჩიმიშკიანი მათგან პირველი იყო.
დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში. მამა, არკადი ჩიმიშკიანი, რკინიგზელი იყო. დედა, ნინო ბერიძე — დიასახლისი. უფროსი ძმაც ჰყავდა.
ძალოსნობაში ვარჯიში მერვე კლასში დაიწყო. 19 წლისა პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 4 წლის შემდეგ კი ჰელსინკიში ოლიმპიური ოქრო მოგო და თანაც მსოფლიო რეკორდით.
სულ 10-გზის მსოფლიო რეკორდსმენი იყო. ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ექვსჯერ ევროპის. საპრიზო ადგილებს და რანგით ნაკლებ მოგებულ ტურნირებს კი სათვალავი არ აქვს.