Image 17ერთა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, თუმც C დივიზიონში უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაწინაურდნენ და გაისად უკვე B დივიზიონში ითამაშებენ.
ახლა გასარკვევია, ამ ოთხეულიდან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვინ მოიპოვებს. დებულების თანახმად, ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთში ჯერ ნახევარფინალებს, შემდეგ კი, ფინალს ითამაშებენ.
გუნდები დაგროვილი ქულების მიხედვით ერთმანეთს ჯვარედინი სისტემით შეხვდებიან: ოთხეულში საუკეთესო მაჩვენებელის მქონე უარესისას შეხვდება, ხოლო მეორე მაჩვენებლის მქონე გუნდი, შესაბამისად, მესამეს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალში მასპინძლის უპირატესობის მქონე ერთ-ერთი გუნდი ახლა უკვე საქართველო უნდა იყოს. ამ დროისთვის თურქეთს, საქართველოსა და ყაზახეთს 13-13 ქულა აქვთ, ხოლო საბერძნეთმა წუხელ თემურ ქეცბაიას კვიპროსთან 0:1 დათმო და 12 ქულა დარჩა.
თურქეთი ბოლო ტურში ფარერებს ესტუმრება, საქართველო – გიბრალტარს, ყაზახეთი – აზერბაიჯანს, საბერძნეთი კი შინ ჩრდილოეთ ირლანდიას დაუხვდება.
რადგან სამ გუნდს 13 ქულა აქვს, საუკეთესო ორი ადგილი გატანილ-მიღებული გოლების სხვაობით უნდა გამოვლინდეს. სადღეისო მდგომარეობით თურქეთი (+14) შინ დაუხვდება საბერძნეთს, ხოლო საქართველო (+12) ყაზახეთს (+5) უმასპინძლებს.
ცხადია, ნახევარფინალში თურქეთში სტუმრობა ყველაზე არასასურველი ვარიანტია. აქედან გამომდინარე გიბრალტარში ჩვენებმა აუცილებლად უნდა მოიგონ და იმედია ასეც იქნება. ჩვენი მომდევნო მეტოქე კი დიდწილად, აზერბაიჯანი-ყაზახეთის მატჩზე იქნება დამოკიდებული. თუ ყაზახები მოიგებენ, მათ ვუმასპინძლებთ, სხვა შემთხვევაში კი დიდი ალბათობით – ბერძნების, რადგან ისინი შინ ჩრდ.ირლანდიასთან ქულებს ალბათ არ დაკარგავენ.
Image 6
გვაქვს თურქებზე გასწრებისა და საუკეთესო მაჩვენებლით ნახევარფინალში გასვლის შანსიც – ჩვენებმა გიბრალტარში დიდი ანგარიშით უნდა მოიგონ, თურქებმა კი ფარერებზე მინიმალური სხვაობით…
თუ ამ ოთხეულიდან რომელიმე ევროპის ჩემპიონატის საგზურს შესარჩევი ეტაპიდან მიიღებს, მის ნაცვლად ფლეი ოფში ჯგუფში მომდევნო ადგილზე გასული ითამაშებს. მაგალითად, საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონია ჩაანაცვლებს.
ფლეი ოფის მატჩები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების დასრულების შემდეგ, 2024 წლის მარტში შედგება.
Image 5
წილი
წინა სტატიავან დაიკი: მის ასაკში ამ დონესთან ახლოსაც არ ვიყავი
შემდეგი სტატიაჟვანია სათავეში
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...