„ერთა C ლიგის მე-4 ჯგუფში საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო და ამ გამარჯვების მთავარი გმირი სუპერკვარაცხელია იყო, — წერს იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი”, — „ნაპოლის” თავდამსხმელმა ჯერ პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა, როდესაც მისი ჩაწოდებული ბურთი მიოვსკის მოხვდა და კარში შევარდა, შემდეგ კი თანაგუნდელმა ზივზივაძემ დაუგორა და მანაც დაუცველ კაში გაიტანა.
ამრიგად ვილი სანიოლის გუნდმა ოთხი გამარჯვებითა და ერთი ფრით 13 ქულა დააგროვა, შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე B-ლიგაში გადასვლა გაინაღდა და ახლა დარჩა მატჩი გიბრალტარში, რომელიც მაინც უფრო მეტია, ვიდრე პრესტიჟის გასეირნება”.