Laver Cup 2022: Roger Federer, Rafael Nadal break down in tears after Swiss  star bids adieu to tennis - Sports News
ცრემლებს ვერც ლეგენდები იკავებენ

როჯერ ფედერერმა კარიერა მარცხით დაასრულა, მაგრამ ჩოგბურთიდან გამარჯვებული წავიდა. 41 წლის შვეიცარიელმა თქვა და შეასრულა – ფედერერმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ „ლეივერის თასის“ დასრულების შემდეგ კარიერას დაამთავრდებდა. ჰოდა, დაამთავრა. ლონდონის საგამოფენო ტურნირზე ფედერერმა ბოლო მატჩი წყვილებში ესპანელ რაფა ნადალთან ერთად ჩაატარა, მაგრამ საჩოგბურთო ლეგენდების წყვილმა ვერაფერი გააწყო ამერიკელებთან – ფრენსის ტიაფოსთან და ჯეკი სოკთან და 6:4, 6:7, 9:11 დამარცხდა.

„შესანიშნავი დღე იყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ ბედნიერი ვარ. აქ ძალიან კარგი იყო, მივიღე სიამოვნება, როდესაც კიდევ ერთხელ გავედი კორტზე, მაგრამ ეს ბოლო გახლდათ. სტრესი თითქმის არ მიგრძვნია, რადგან გვერდით კოლეგები, ოჯახი და მეგობრები მედგნენ. ერთადერთი, რასაც ვუფრთხოდი, ტრავმა იყო, არ მინდოდა დღეს რამე მტკენოდა. მატჩი კი, შესანიშნავი გამოდგა, რაფას გვერდით ვიდექი, ასეთი ლეგენდის გვერდით დგომა კი… ეს იდეალური თავგადასავალი იყო. სიამოვნებით გავიმეორებდი კიდევ ერთხელ“, – განაცხადა 41 წლის  ფედერერმა.

Emotional farewell: Roger Federer retires after Laver Cup loss
რაფა ნადალი: კაცი !

„როჯერს თან ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილი გაჰყვა. რადგან ის წუთები, როდესაც გვერდით, ან ჩემს წინ იდგა, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში“, – ეს კი რაფა ნადალის სიტყვებია. ფედერერს კარიერის მანძილზე ერთეულთა თანრიგში მოგებული 20 „დიდი მუზარადი“ აქვს. აქედან რეკორდული 8 უიმბლდონი, 6-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა (ამდენივე აქვთ როი ემერსონს და ნოვაკ ჯოკოვიჩს), 5-ჯერ აშშ-ის ღია პირველობა და 1 „როლან გაროსი“.

როჯერ ფედერერმა მონაწილეობა მიიღო რეკორდულ – დიდი სლემის 30 ფინალში, მათ შორის ზედიზედ 10 ფინალში 2005 წლის უიმბლდონიდან 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით.

შვეიცარიელს 28 მასტერსი და ასევე რეკორდული 6 წლის შემაჯამებელი ტურნირი აქვს მოგებული. ჯამში ფედერერმა კარიერაში ATP-ის 101 ტურნირი მოიგო.

ATP-ის ჩოგბურთელთა რეიტინგში ყველაზე დიდხანს – 310 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს. მათ შორის ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში, რაც ასევე რეკორდია.

2018 წლის თებერვალში 5 წლიანი პაუზის შემდეგ შვეიცარიელი დაუბრუნდა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილს და 36 წლის ასაკში გახდა მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი.

ოლიმპიურ თამაშებზე, ფედერერს ერთეულებში ვერცხლის მედალი და წყვილთა თანრიგში ოქროს მედალი აქვს. სანაკრებო დონეზე, შვეიცარიის ნაკრებთან ერთად მოიგო „დევისის თასი“, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. ფედერერს შვეიცარიის ნაკრებთან ერთად ორი „ჰოპმანის თასიც“ აქვს მოგებული…

ასე წავიდა მაესტრო… ძალიან ბევრის აზრით ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი…

Federer, Even in Defeat, Gets Fitting End to Storied Career - The New York  Times
გმადლობთ, მაესტრო !
წილი
წინა სტატიასაქართველოს ნაკრების ციფრული სურათი
შემდეგი სტატია3-3 თითო ტაიმში…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...