უეფა 2028 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 32 გუნდამდე გაზრდას არ დათანხმდება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული ტელემაუწყებლების პოზიციაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 32-გუნდიან ტურნირს არავითარ კომერციული ღირებულება არ ექნება და გაიზრდება არაფრისმომცემი მატჩების რაოდენობა.
უეფას ასევე სურდა, ტურნირი ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაცვლად, პლეი ოფის სისტემით ჩატარებულიყო, მაგრამ მაუწყებლებმა არც ამ წინადადებას დაუჭრეს მხარი.