„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებს ფეხბურთელის პროფესიის სიძნელეებზე მოუთხრო.

„ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთელებს იოლი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია როგორც უბრალო ადამიანებს ქუჩაში წყნარად გასეირნება. თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ უნდა უპასუხო, თორემ დიდი პრობლები შეგექმნება“, – ციტირებს არგენტინელი შემტევის სიტყვებს TyC Sports.

„ინტერ მაიამისთან“ იგუაინის კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება და დიდი ალბათობით, კარიერასაც დაასრულებს.

„ინტერმადე“ იგუაინს „რეალში“, „ნაპოლიში“, „იუვენტუსში“, „მილანსა“ და „ჩელსიში“ უთამაშია.

Inter Miami & ex-Real Madrid striker Higuain to retire at end of season,  father confirms | Goal.com English Saudi Arabia