No more Maradona on Napoli shirts: the Court agrees to the heirs - image 2ქალაქ ნეაპოლის სასამართლომ დაადგინა, რომ ფეხბურთის კლუბ „ნაპოლის” აღარ აქვს უფლება დაამზადოს მაისურები დიეგო მარადონას გამოსახულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგენდარული არგენტინელის ხუთი მემკვიდრე ედავებოდა მავან სტეფანო ჩეჩის, რომელიც წარმოადგენს დუბაიში მდებარე ფირმას სახელწოდებით Diez Fze.

სანამ საქმის არსში ცოტა უფრო მეტად გავერკვევით, ვთქვათ, ვინ არის სტეფანო ჩეჩი. ის გახლავთ ნეაპოლელი კაცი, რომელიც დიდი დიეგოს ფეხბურთელობის წლებში მისი თავგადაკლული გულშემატკივარი იყო, შემდეგ კი ოცნება აიხდინა და განა მხოლოდ პირადად გაიცნო მარადონა, დაუმეგობრდა კიდეც მას და მისი მენეჯერიც გახდა.

და აი, ჩეჩიმ კლუბ „ნაპლის” ნება დართო ესარგებლა D10S-ის გამოსახულებით, ოღონდ ეს ლეგენდარული ფეხბურთელის შთამომავლებთან არ შეათანხმა. „ნაპოლიმ” რასაკვირველია, ისარგებლა ჩეჩისთან შეთანხმებით და ზემოთ ხსენებული მაისურები დაამზადა.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ იმსჯელა და „ნაპოლის” საგანგებო მაისურების შეკერვა აუკრძალა. მოსამართლემ თქვა ფრაზა, ასეთი კონტრაქტი მარადონას მემკვიდრეების „ფინანსურ მოლოდინებს ზიანს აყენებსო”. თუმცა, სასამართლომ მარკეტინგში ჩარევა ვეღარ შეძლო, რადგან მაისურები გაყიდულია და ამას აღარაფერი ეშველება. იმავდროულად, მან გამოხატა პატივისცემა ფეხბურთის კლუბ „ნაპოლის” მიმართ, მაგრამ ჩეჩის საქციელი ჩათვალა შეურაცხმყოფლად, დადგინდა, რომ მან მარადონას მემკვიდრეებს ზარალი მიაყენა და დააწესა 150 ათასი ევროს ტოლი პრევენციული ჯარიმა.