ლა ლიგამ ჩემპიონატის მე-6 ტურში 5 საუკეთესო მოგერიება გამოარჩია და პირველ ადგილზე გიორგი მამარდაშვილის მიერ „სელტასთან“ მატჩში აღებული ბურთი დაასახელა – ვიგოელების ჯარიმის მერე საქართველოს ნაკრების მეკარემ ურთულესი თავური დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.