ფეხბურთელებისა და გუნდების ანალიზის პლატფორმა Delphlyx-თან ერთად იტალიურმა გამოცემა „კორიერე დელო სპორტმა”, ევროპის 9 მოწინავე ლიგაში მოთამაშე 23-წლამდე ფეხბურთელებისგან  სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

აღნიშნულ სიმბოლურში იტალიური სერია A-დან ერთადერთი ფეხბურთელი მოხვდა – ხვიჩა კვარაცხელია! იქვე მითითებულია რომ ხვიჩა იტალიის მთავარი ლიგის ოფიციალურმა გვერდმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

სერია A-ში კვარაცხელიამ 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

No description available.