გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებს შინ უნგრეთთან (23 სექტემბერს) და სტუმრად ინგლისთან (26 სექტემბერს) დანაკლისით ხვდება – გუნდს მეკარე მანუელ ნოიერი და ნახევარმცველი ლეონ გირეცკა დააკლდებიან.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაცრცელდა ინფორმაცია, რომ ნოიერს და გორეცკას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ, ისინი იზოლირებულნი არიან გუნდისგან და უახლოეს დროში დატოვებენ შეკრებას.

ამას გარდა, „ბაიერნის“ ფეხბურთელებს, ვისაც წინა დღეებში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ ფეხბურთელებთან ყოველდღიურად ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.

No description available.