„სარბიელი“ სეზონის საუკეთსო ფეხბურთელს უკვე სამი ათეული წელია ასახელებს, ახლა კი გადავწყვიტეთ, ერვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტიც გამოგვევლინა და ეს პრაქტიკა, ვფიქრობთ, სტიმულის მიმცემი იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.

ნაკრების საუკეთსო დებიუტანტი „სარბიელმა“ შიდა გამოკითხვით გამოავლინა და ასეთად გიორგი წიტაიშვილი დავასახელეთ.

გიორგიმ საკლუბო კარიერა უკრაინაში გაიკეთა და იქაური ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელიც იყო, თუმცა როცა საქნე ეროვნულ გუნდზე მიდგა, გიორგი წიტაიშვილმა, ცხადია, სამშობლო და საქართველოს ნაკრები ამჯობინა.

გიორგი თბილისში არ იყო და შესაბამისად, დაჯილდოებას ვერ დაესწრო. ამიტომ მერიის საქალაქო – საფინანსო სამსახურის უფროსმა და ძველმა სარბიელელმა გაიოზ თალაკვაძემ პრიზი მის მამას, ასევე საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ კლიმენტი წიტაიშვილს გადასცა.