Saba Sazonov - Wikipediaმოსკოვის „დინამოს“ 20 წლის მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ის უკვე საქართველოშია და ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთება.

ალექსანდრე იაშვილი: „ეროვნული და ასაკობრივ გუნდებში მიმდინარე სელექციის შესახებ აზრი, არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენი პოზიცია და საერთო შეხედულებები უცვლელია. ამასთანავე, ვთვლით, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მივცეთ შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ, მათი პროფესიული წინსვლა შემდეგ ეროვნულ გუნდებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს გამოადგეს.

საბა საზონოვს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დიდიხანია ვაკვირდებით, ადრეც გვქონდა მასთან და მის ოჯახთან კომუნიკაცია. საბას დედა ქართველია და თავად ფეხბურთელიც საქართველოს მოქალაქე გახლავთ. გვიხარია, რომ საბამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ის ნამდვილად ნიჭიერი მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ახლა უკვე ველით ვარჯიშებს და 21-წლამდელების იმ მნიშვნელოვან მატჩებს, რომლებიც პორტუგალიაში და თურქეთში გველის“.

იურისტმა იური ზაიცევმა საზონოვის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ასეთი განმარტება გააკეთა:

„თუ საზონოვი საქართველოს ნაკრებში ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს, შემდეგ უკვე სხვა ქვეყნის ნაკრებში მისი გამოსვლა, პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება. არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ისინი არასდროს მუშობს. თუ ითამაშებს საქართველოს ნებისმიერი ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგურ შეხვედრაში, მას კიდევ ექნება არჩვანის გაკეთების შესაძლებლობა, ხოლო თუ ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, ლეგიონერის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ფიფას წესებით, ერთხელ შეეძლება სპორტული მოქალაქეობის შეცვლა, თუმცა ამისთვის ფიფას ნებართვა იქნება საჭირო”, –

წილი
წინა სტატიამამარდა !!!
შემდეგი სტატიანაპოლის ყველა ფეხბურთელი ნაკრებშია
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.