საფრანგეთის ლიგა 2-ის „ბორდოში“ ზურიკო დავითაშვილის დებიუტი „დიჟონთან“ მატჩში შედგა. დებიუტი კი შესანიშნავი გამოვიდა, 87-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ჟირონდელთა ქართველმა ლეგიონერმა თავისი პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში და „ბორდოს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. გოლსაც ხომ გააჩნია? მაგარი იყო…





