შეიძლება იყოს 4 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაფიბას ოფიციალური გაცხადების მიხედვით, თბილისში, ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს დუდა სანაძესა და ფურქან ქორქმაზს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასრულებულია. კონფლიქტის მონაწილე კალათბურთელების გარდა სანქციები, შესაძლოა, გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიასა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას შეეხოს.

„2022 წლის 5 სექტემბერს ფიბამ ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტის გამოძიება დაიწყო. საქმის მასალების, მათ შორის ვიდეომტკიცებულებების, გულდასმით განხილვის შემდეგ, ფიბამ არასპორტული საქციელის გამო, დისციპლინური სამართალწარმოება გოგა ბითაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, ფურკან ქორქმაზისა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციების მიმართაც დაიწყო“, – წერია განცხადებაში.

ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფიბამ მხარეებს გამოძიებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების წარდგენა მოსთხოვა.

 

შეიძლება იყოს 7 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება