„ბაიერნის“ სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს, მიაჩნია, რომ დღევანდელი „ბაიერნის“ შემადგენლობა პოტენციური ახალბედებისთვის სექსუალურად მიმზიდველია.
„ჩვენი გუნდის ძირითად შემადგელობაში 20 წელს გადაცილებული ადამიანები თამაშობენ. რამდენიმე ჭაბუკი მოთამაშე და არცთუ ბევრი 30-ს გადაცილებული ფეხბურთელი გვყავს. ეს შესანიშნავი ასაკობრივი სტრუქტურაა.
ასეთი გადანაწილება სექსუალურად მიმზიდველს გვხდის პოტენციური ახალწვეულების თვალში. ისინი ყველაფერს 3-5 წლის პერსპექტივით ზომავენ. თამაშის ხარისხის, მენტალობის, პოზიციური მოქნილობისა და ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით. ამ მხრივ, ჩვენი გუნდი იდეალურია,“ – ციტირებს ბოსნიელი ფუნქციონერის სიტყვებს The Athletic.