საინტერესო დაკვირვება გამოაქვეყნა ტვიტერზე Whoscored-მა.
„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე პრემიერლიგის 6 მატჩში 10 ბურთი გაიტანა.
ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ტოპ-5 ლიგის (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი) 72 გუნდს ერთად აღებული აქვს.
22 წლის ნორვეგიელი ამ ზაფხულს გადავიდა „სიტიში“ „დორტმუნდიდან“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.