შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, ბურთი და შენობაში-(ი)ს გამოსახულებაგახსოვთ ალბათ ეს ფრთიანი ფრაზა ცნობილი ქართული ფილმიდან. საქართველოს ნაკრების საქმეც ასე არის – პერის კალათბურთს ვერ უგებენ.

ილიას ზუროსის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის თბილისური ჯგუფი ბოლო ადგილით დაასრულა.

საშინაო არენაზე, A ჯგუფში, საქართველომ ერთი მატჩი მოიგო, 4 წააგო და ყველას – ესპანეთს, თურქეთს, ჩერნოგორიას, ბელგიასა და ბულგარეთს ჩამორჩა.

ბოლოს დღის წინ რთულ სიტუაციაში ვიყავით. ჩვენი ხომ უნდა მოგვეგო და ბელგიასაც უნდა დაემარცხებინა ბულგარეთი. ბელგიელებმა გასაკეთებელი გააკეტეს, დანარჩენი უკვე ზუროსის კრებულის ხელში იყო. არ გამოვიდა.

ჩერნოგორიელებმა უკეთ ითამაშეს, ბევრ კომპონენტში გვაჯობეს: ფარი: 42:35; პასები: 20:15; ორქულიანების პროცენტი: 57:43 და დამსახურებულად გაიმარჯვეს – 81:73.

მეტოქე გუნდში სწორედ პერი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა და 9 პასი მიითვალა. 22 ქულა ჩაგვიგდო იგორ დრობნიაკმა. ჩვენგან 4 კალათბურთელი ასცდა 10 ქულას, მაგრამ მეტოქემ უფრო გუნდურად ითამაშა და ბერლინის საგზურიც ალალად ერგო.

წილი
წინა სტატიამამარდას სათადარიგო დაშავდა
შემდეგი სტატიავილი ესპანეთში საქმეს შეუდგა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...