შეიძლება იყოს 2 ადამიანი-(ი)ს გამოსახულებაამერიკული გამოცდილების შემდეგ, ვილი ისიანი უკვე ესპანეთშია. ის „კასერესს“ შეუერთდა.

ქართველი კალათბურთელის მიმართ სიმპატია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამოხატა, რომელმაც ჩვენებურს სამიანების სროლა და პარკეტზე გადაადგილება მოუწონა.

ვილიმ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და ხელი ერთ წლიან კონტრაქტსაც მოაწერა.

ევროპაში კიდევ ერთი ქართველი ჩვენი კალათბურთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია…

LEB Oro-ში 18 კლუბი მონაწილეობს. პირველადგილოსანი ავტომატურად გადადის უმაღლესში, 2-9 ადგილოსნები კი ფლეი-ოფში თამაშობენ, რომლის გამარჯვებულიც ასევე ელიტის წევრი ხდება. „კასერესმა“ 2021-2022 წლების სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა და ფლეი-ოფის მეოთხედფინალში დამარცხდა.

ახალი სეზონი 7 ოქტომბერს იწყება. მანამდე კი ვარჯიშებია. “მოსამზადებელი პერიოდია და დიდი აქცენტია ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთებული. თბილად და კარგად შემხვდნენ მწვრთნელები. კვირას გვაქს ამხანაგური თამაში EBA ლიგის გუნდთან. მომავალი კვირის გეგმა მალე გვეცოდინება“, – გვითხრა ვილიმ, რომელსაც ესპანეთში დავუკავშირდით.