ამსტერდამის „აიაქსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ მათი 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი, ანტონი მათეუს დუშ სანტუში „მანჩესიერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაჯდა. აქედან 95 მილიონს „აიაქსი“ პირდაპირ მიიღებს დანჩენ ხუთს კი ბონუსების სახით. ეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია ნიდერლანდური ერედივიზიის ისტორიაში.

კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ანტონი სან-პაულუში დაიბადა 2000 წლის 24 თებერვალს. „სან-პაულუს“ აღზრდილია, საიდანაც 2020 წელს გავიდა ამსტერდამულ კლუბში. 2021 და 2022 წლებში ის ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. შარშან კი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადაზე იპირველა.

Antony determined to join Manchester United and reunite with Ten Hag as Red  Devils get major transfer boost | Goal.com