May be an image of 7 people, people playing sports and indoorსაქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თორნიკე შენგელიას გარეშე იტალიასთან მაგრად იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა და 84:91 დამარცხდა.

ეს იყო ილიას ზუროსის გუნდის მეორე მატჩი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოვუხერხეთ დაცვას და პერიმეტრს – იტალიელებმა 16 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ვერ მოვიგეთ ფარიც, ბევრი გვქონდა დაკარგვაც. მთლიანობაში კი, ცუდად არ გვითამაშია.

იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენები წინ იყვნენ, 2 წუთით ადრე კი, ანგარიში თანაბარი იყო – 82:82. თუმცა, ამ დროს ვიჩქარეთ და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მივეცით, მერე კი ვეღარ დავეწიეთ.

ორმაგი დუბლი მიითვალა გოგა ბითაძემ – 19 ქულა და 13 მოხსნა; თად მაკფადენმა 16 ქულა ჩააგდო; გიორგი შერმადინმა თავი 12 ქულას მოუყარა, ხოლო დუდა სანაძემ – 11-ს; ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა გიორგი ცინცაძემ – 8 ქულა, 10 პასი.

საქართველოს ნაკრებს ახლა 3 მოგება და 3 მარცხი აქვს. შედეგად, ამ დროისთვის მესამე ადგილზე იმყოფება, მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ისლანდიასა და უკრაინას შორის.

წილი
წინა სტატიაჟოზე თუთაშხია
შემდეგი სტატიაუკვე 7
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...