29 აგვისტოს, ხორვატიის ქალაქ სპლიტში, წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები მეხუთედ მოხვდა ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.

ევროპირველობაზე ჩვენი გუნდის დებიუტი 2014 წელს უნგრეთში შედგა და მე-12 ადგილი დაიკავა.

2016-ში, სერბეთში, მე-14 პოზიციაზე გავიდნენ. 2018-ში, ესპანეთში – მეცამეტეზე. 2020 წელს, ისევ უნგრეთში ნაჩვენები მე-10 ადგილი კი, ჩვენი ნაკრების ისტორიაში საუკეთესოა.

შეიძლება იყოს 5 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულებათუმცა, ამ შედეგის გაუმჯობესება დეაინ სტანოიევიჩის გუნდს ხორვატიაში ექნება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იტალიასთან, სლოვაკეთსა და მონტენეგროსთან ერთად ითამაშებს.

B ჯგუფი: საბერძნეთი, მალტა, საფრანგეთი, ხორვატია.

C ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები.

D ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ისრაელი, სლოვენია.

ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 გუნდი გავა. საუკეთესოები პირდაპირ მეოთხედფინალში მოხვდებიან, 2-3 ადგილოსნები ფლეი-ოფში ითამაშებენ. გუნდები აქ ასე დაწყვილდებიან: A2-C3; B2-D3; A3-C2; B3-D2.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად შეუძლია და არც შემდეგ ეტაპზე უნდა შეხვდეს გრანდს. ასე რომ, ჩვენს გუნდს შანსი აქვს ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებში მოხვდეს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოიევიჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის ასეთი შემადგენლობა იახლა:

ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ვალიკო დადვანი, ხვიჩა ჯახაია, საბა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ბორის ვაპენსკი, ნიკა შუშიაშვილი, რეზი იმნაიშვილი, ივან სარიჩი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნარების კალენდარი ასეთია:

29 აგვისტო: საქართველო-მონტენეგრო (12:30); იტალია-სლოვაკეთი (17:30); 31 აგვისტო: მონტენეგრო-სლოვაკეთი (14:00); იტალია-საქართველო (19:00); 2 სექტემბერი: საქართველო-სლოვაკეთი (12:30), იტალია-მონტენეგრო (21:00).