სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.
ეს პრიზი 2011 წლიდან არსებობს. თავიდან ექვს კანდიდატს უეფას ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი არჩევს. შემდეგ სია სამ კანდიდატამდე თხელდება. აქ უკვე საქმეში ერთვებიან მწვრთნელები, რომლებიც ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენციის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თავკაცობდენ.
ასევე გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55 სპორტული გამოცემა მონაწილეობს. საქართველოდან უეფას პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ, ხოლო ჩვენი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე.
2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი, მადრიდის „რეალის“ 63 წლის დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი გახდა. მან სამეულში მყოფ „ლივერპულის“ იურგენ კლოპს და „მანჩესტერ სიტის“ ხოსეპ გვარდიოლას აჯობა. საბოლოოდ კი ადგილები ასე განაწილდა:
- კარლო ანჩელოტი („რეალი“) 526 ქულა
- იურგენ კლოპი („ლივერპული“) 210
- ხოსეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“) 208
- ოლივერ გლასნერი („აინტრახტი“) 75
- უნაი ემერი („ვილიარეალი“) 74
- ჟოზე მოურინიუ („რომა“) 51
იტალიელი სპეციალისტი „რეალში“ შარშან ზაფხულს დაბრუნდა და „სამეფო კლუბს“ ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა და პირველი სპეციალისტი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა/თასი ოთხჯერ მოიგო.
სეზონის საუკეთესო მოთამაშე კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე „რეალის“ ფეხბურთელი, 34 წლის ქარიმ ბენზემა გახდა. მასთან ერთად საუკეთესო სამეულში მისივე თანაგუნდელი მეკარე ტიბო კურტუა და „მანჩესტერ სიტის“ შუახაზელი კევინ დე ბრუინი იყვნენ.
საბოლოოდ საუკეთესო ათეული ასე განაწილდა:
- ქარიმ ბენზემა („რეალი,“ საფრანგეთის ნაკრები) 523 ქულა
- კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი,“ ბელგიის ნაკრები) 122
- ტიბო კურტუა („რეალი,“ ბელგიის ნაკრები) 118
- რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი,“ „ბარსელონა,“ პოლონეთის ნაკრები) 54
- ლუკა მოდრიჩი („რეალი,“ ხორვატიის ნაკრები) 52
- სადიო მანე (ლივერპული,“ „ბაიერნი,“ სენეგალის ნაკრები) 51
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული,“ ეგვიპტის ნაკრები) 46
- კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთის ნაკრები) 25
- ვინისიუსი („რეალი,“ ბრაზილიის ნაკრები) 21
- ვირჯილ ვან დეიკი („ლივერპული,“ ნიდერლანდების ნაკრები) 19
ბენზემამ დიდი წვლილი შეიტანა „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის/თასის მეთოთხმეტედ მოპოვებაში. ის 2021/22 წლების ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გასული სეზონის განმავლობაში მან ტურნირზე 15 ბურთი გაიტანა. აქედან – 10 ფლეი ოფის სტადიაზე. ასევე ჰეთ-თრიქი შეასრულა ფლეი-ოფის ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ჩელსისთან.“
საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
სარბიელელი დავით კაკაბაძის სამეულები ასეთი გახლდათ:
- ბენზემა 2. დე ბრუინი 3. ლევანდოვსკი…
- კლოპი 2. გვარდიოლა 3. ანჩელოტი…