„ლივერპულის“ პორტუგალიელმა შემტევმა დიოგუ ჟოტამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჭაბუკობაში ვერც კი იოცნებებდა მერსისაიდულ კლუბში თამაშზე.

„როცა 16 წლის ვიყავი „გონდომარში“ ვთამაშობდი. ყოველთვიურად ჩემი მშობლები ფულს იხდიდნენ, რომ შემადგენლობაში ვყოფილიყავი. პორტუგალიაში ამ მხრიც ცოტა სხვაგვარადაა მოწყობილი საქმე, ვიდრე ინგლისში.

It Is Working Well' | Diogo Jota Speaks About Liverpool's Recruitment  Policy - Sports Illustrated Liverpool FC News, Analysis, and More

როცა „პასუშშ დე ფერიერაში“ გადავედი, მაშინ მცირე ხელფასი დამინიშნეს. ახალგაზდობაში დიდ კლუბებში არ მითამაშია. არადა, ჩემი მეგობრები უკვე გადადიოდნენ „პორტუში,“ „ბენფიკაში.“ ცუდ ფეხბურთელად არც მე ვითვლებოდი. თუმცა საუკეთესო არასოდეს ვყოფილვარ.

ყოველთვის მეტი მინდოდა და შანსს ველოდი. გამოჩნდა თუ არა ის, მაშინვე ვისარგებლე. თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთხელაც „ლივერპულში“ ვითამაშებდი“, – თქვა „ლივერპულის“ შემტევმა.