Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli controls the ball during the Serie A match between SSC Napoli and AC Monza at Stadio Diego Armando Maradona on...„ნაპოლის” საუკუნოვან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 96 წლიან ისტორიაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაირი  არავინ არის.

ის გახლავთ პირველი ახალწვეული რომელმაც სერია A-ში, „აძურის” შემადგენლობაში ორ სადებიუტო შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ამას თუ დაამატებთ, რომ ქართველი მხოლოდ 21 წლისაა, აღმოაჩენთ, რომ ყველა, ვისაც მანამდე ორ შეხვედრაში სამი გოლი გაუტანია მასზე უფროსები იყვნენ.

გარდა ამისა, ეს მატჩები კვარაცხელიას ნათლობა იყო დასავლურ ფეხბურთში. მანამდე მას მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში ეთამაშა.

მოკლედ, „ნაპოლის” ახალ KK-ს ისტორიული შედარებებისა სერია A-ს მასშტაბითაც არ ეშინია. თან, სტატისტიკა სტატისტიკად და თვალს მყისიერად ჭრის მისი პიროვნება და ეფექტი, რომლითაც ის იტალიაში ბათუმის „დინამოდან” 10 მილიონ ევროდ გადმოვიდა.

ეს კვარაცხელიას თავისი გუნდისთვის გადამწყვეტ ფიგურად აქცევს.

ლა გაძეტა დელო სპორტი