დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონი დაიწყო. პირველ მატჩში დონეცკის „შახტარმა“ ხარკოვის „მეტალისტ 1925-ს“ „უმასპინძლა“ კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე. შეხვედრა უგოლოდ – 0:0 დასრულდა.
საინტერესოა, რომ სიმბოლურად პირველი დარტყმის უფლება უკრაინელ ჯარისკაცს მისცეს, რომელმაც აპლოდისმენტების ფონზე გახსნა ახალი სეზონი. მას „შახტარის“ შარფი ეკეთა.
„შახტარს“ მაისურებზე ეწერა – „დონეცკი. უკრაინა გაიმარჯვებს!“