საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაემგზავრა, სადაც 29 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში საქართველოც არის. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში იტალიის, ჩერნოგორიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან მოხვდა.

სხვა ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

B ჯგუფი: საბერძნეთი, მალტა, საფრანგეთი, ხორვატია

C ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები

D ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ისრაელი, სლოვენია

ჯგუფიდან 3-3 გუნდი გადის. საუკეთესოები პირდაპირ მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, 2-3 ადგილოსნები კი, ფლეი-ოფში გადავლენ.

აქ გუნდები ასე დაწყვილდებიან: A2-C3, B2-D3, A3-C2, B3-D2.

წილისყრიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს 8 საუკეთესო ნაკრებში მოხვდეს, რადგან, ექსპერტების აზრით, A ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე სუსტია.

სტანოევიჩმა სპლიტში შემდეგი წყალბურთელები იახლა: ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ვალიკო დადვანი, ხვიჩა ჯახაია, ნიკა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუშაშვილი, რეზი იმნაიშვილი, ივან სარიჩი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი

შეიძლება იყოს 4 ადამიანი და აუზი-(ი)ს გამოსახულება