შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, ბურთი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაეროვნული ლიგის 22-ე ტურს გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა მაძიებელმა, „ბათუმმა“ და „დინამომ“ ისევ გაიმარჯვეს და კვლავ 9 ქულა აშორებთ ერთმანეთს. „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ქულებით „საბურთალოს“ გაუთანაბრდა.

ჯერ „დინამომ“ ითამაშა და „დილას“ დიდი ანგარიშით – 3:0 მოუგო. თქვა კიდეც შემდეგ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ასეთ ანგარიშს არ ველოდიო.

„დინამო“ შინ კვლავ დაუმარცხებელია, საპრიზო ადგილების მაძიებელ „დილას“ კი კრიზისი აქვს. გორელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა წააგეს.

სამაგიეროდ, „ბათუმმა“ ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და თბილისელ თანაკლუბელებთან 9-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. ზრვისპირელთა თამაში აშკარად გაახალისა ზურიკო დავითაშვილის გამოჩენამ, რომელმაც მინდორზე ბოლო 20 წუთს დაჰყო.

მეორე ტაიმში გამოჩნდა მოედანზე „ტორპედოს“ ნახევარმცველი, გიორგი კუხიანიძეც და ამ შედარებით მცირე დროს მისთვის ხელი არ შეუშლია დუბლი გაეფორმებინა. ეს გიორგის მეორე ორგოლაა წლევანდელ სეზონში, პირველი მან მაისში, მე-13 ტურში შეასრულა „გაგრას“ წინააღმდეგ.

„ტორპედომ“ კი, თუ ასე გააგრძელა, ვინძლო საპრიზო ადგილებსაც შეეთამაშოს.

„სიონი“ და „სამგურალი“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. „გაგრა“ „თელავს“ ვასილ ხოსიტაშვილის გოლით უგებდა, მაგრამ 84-ზე ასევე შეცვლაზე შესულმა გურამ ყაველაშვილმა გაათანაბრა. თელაველთა 21 წლის თავდამსხმელის ეს გოლი მე-300 აღმოჩნდა მიმდინარე ელიგის გათამაშებაში.

სიონი 0:0 სამგურალი

დინამო 3:0 დილა

1:0 მოისწრაფიშვილი (32), 2:0 სხირტლაძე (51), 3:0 გაბედავა (88)

გაგრა 1:1 თელავი

1:0 ხოსიტაშვილი (34), 1:1 ყაველაშვილი (84)

ტორპედო 3:1 ლოკომოტივი

0:1 გიორგაძე (14), 1:1 შერგელაშვილი (20), 2:1, 3:1 კუხიანიძე (56, 87)

ბათუმი 3:2 საბურთალო

1:0 რადინი (9), 2:0 ჯიღაური (45+2), 2:1 გოჩოლეიშვილი (47), 3:1 ბიძინაშვილი (71), 3:2 ტაბატაძე (76 პენ)

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 11, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი/ ნაპოლი იტალია), ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 8, სტანისლავ ბილენკი (დინამო), ნიკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 7