ბიჭი საცხობიდანინგლისურმა „ვულვზმა“ ლისაბონის „სპორტინგს“ მათეუს ნუნიესის სანაცვლოდ 42 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ნუნიესზე დიდ იმედებს ამყარებენ, ახლახან ის პორტუგალიის ნაკრებშიც გამოიძახეს.

საინტერესოა, რომ ნუნიესი „მგლებისთვის“ რეკორდული ახალშენაძენია.

რამდენიმე წლის წინათ ბრაზილიაში დაბადებული ეს პორტუგალიელი ბიჭი თავისი ოჯახის პურის საცხობში მუშაობდა.

მათეუსის მამინაცვალი პორტუგალიელი გახლდათ, დედა – ბრაზილიელი. ის ლისაბონში 13 წლისა ჩავიდა და დარჩა და დარჩა. მამინაცვალი მას შემდეგ აღარ უნახავს, დედა ბევრს მუშაობდა, თუმც ზოგჯერ საჭმელიც ფულიც არ ჰქონდათ. შემდეგ პატარა საცხობი გახსნეს, თან მათეუსი ფეხბურთში ვარჯიშობდა.

 

წილი
წინა სტატიარა ხდება ნაპოლიში?
შემდეგი სტატიაVAR-მა ბოდიში მოიხადა
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.