luciano-spalletti-aurelio-de-laurentiis-1024x587.jpg

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობის შესახებ უამბო.

„ისეთი ადამიანები ვართ, რომლებსაც პირდაპირ უყვართ ყველაფრის თქმა. თუმცა აურელიო მეტად თამამია. დე ლაურენტისი მართალაც საკმაოდ ხისტი პრეზიდენტია,“ – ამბობს სპალეტი.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამას წინათ მწვრთნელმა და პრეზიდენტმა ერთმანეთი მკვახე სიტყვებით შეამკეს. მოგვიანებით კი „ნაპოლიმ“ სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ვერონა“ დაამარცხა – 5:2. ნეაპოლელთა ქართველმა ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, სადებიუტო ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.