საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „აკროპოლისის თასი“ თურქეთთან მატჩით გახსნა. ჩვენებს კარგი თამაში გამოუვიდათ შეტევაში, მაგრამ დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, მეტოქეს თავისუფლად უშვებდნენ და საბოლოოდ 88:101 დამარცხდნენ.
ილიას ზუროსის გუნდმა პირველ მეოთხედში მცირე ხნით უპირატესობა მიიღო, ერთი პერიოდი 10 ქულითაც დაწინაურდა და მეოთხედი 6 ქულითაც მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან თურქებმა თამაში დაალაგეს, სადღაც შუაგულში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ტაიმი 48:46 მოიგეს.
შესვენების შემდეგ მეტოქე მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას. ისინი კარგად ისროდნენ პერიმეტრიდან და 12 სამქულიანიც ჩააგდეს.ასევე სწრაფად მოძრაობდნენ სამწამიანში.
საერთოდაც, 101 მიღებული ქულა ძალიან ცუდია და ეს, ბოლო დროის ამხანაგურებში ჩვენმა გუნდმა უკვე მეორედ მოახერხა. აქედან გამომდინარე, დაცვაში ბევრია სამუშაო. ევრობასკეტამდე და მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მატჩებამდე კი დრო – ცოტაა…
ჩვენი გუნდი „აკროპოლისის თასზე“ 18 აგვისტოს, საბერძნეთთან მოსინჯავს ძალას.