ილონ მასკმა ახალი სენსაცია მოაწყო: განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედს” ვყიდულობო. 51 წლის ბიზნესმენმა ეს ამბავი მსოფლიოს ტვიტერით აუწყა.

დღეს „იუნაიტედის” მეპატრონე გახლავთ გლეიზერების ოჯახი, რომელიც „ტამპა ბეი ბაკანიერსსაც” ფლობს. მანკუნიანელებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ჰყავთ, მაგრამ ბოლო წლებში გუნდს მოედანზე ხელი მოეცარა. მას პრემიერლიგაში 2013 წლის მერე არ გაუმარჯვია. ფანები გლეიზერების წინააღმდეგ რეგულარულად აწყობენ გამოსვლებს.

როგორც მსხვილი სპორტული ორგანიზაცია „მანჩესტერ იუნაიტედი” თითქმის 5 მილიარდი დოლარი ღირს.

Manchester United are currently owned by the Glazers
ძმები გლეიზერები