MEDIASET - Sandro Sabatini: "Politano avrebbe meritato un posto in  Nazionale"ფეხბურთელების მიერ კლუბის მასობრივად დატოვება, ძალიან მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა: ოსპინა, კულიბალი, ფაბიან რუისი, მერტენსი და რასაკვირველია ინსინიე. ამიტომაც ამოწერეს „ნაპოლი” იმ გუნდების სიიდან, რომელთაც სკუდეტოს მოგებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრის შეცვლა ძნელი იქნება, მაგრამ მაინც უნდა დავასახელო იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც უკვე ამჟღავნებს, რომ ერთ დღეს ჩემპიონი გახდება. მისი სახელი და გვარი დასაწერადაც ძნელია და გამოსათქმელადაც: ხვიჩა კვარაცხელია. მისი სკანდირება ძნელია გულშემატკივრებისთვის, მისგან გამორიცხულია საგაზეთო ჰედლაინების შექმნა. მაგრამ ის ძლიერია, ძალიან ძლიერი. ის არ ჩანს მაგალითად რაფაელ ლეაოზე („მილანისა” და პორტუგალიის ნაკრების 23 წლის გარემარბი) ცუდი, რომელიც მოედანზე თავისთვის მოსახერხებელ ზონებში გადაადგილდება. და მერე არსებობს შესანიშნავი შემოკლება — კვარა, რომელიც თავიდან აგვარიდებს ზემოთ ნახსენები გვარ-სახელის კოპი-პეისტით გადატანას. და ის ნახევარ-სასწაულისთვის უკვე მზად ჩანს: რომ დაგავიწყოთ კაპიტანი, სხარტი ბიჭი და ტალენტინო. ასე რომ დაივიწყეთ ინსინიე. გახსოვდეთ, რომ ნაპოლი იქ, მაღლა მოტრიალე გუნდებს შორის უნდა განვიხილოთ. ამიერიდან, გვყავს ბიჭი რომლის სახელსა და გვარს ვერც აღვიქვამთ და ვერც გავიმეორებთ, მაგრამ რომლის თამაშებითაც ვისიამოვნებთ. ბრავო კვარა!

სანდრო საბატინი.

(ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ბლოგერი, ტელეწამყვანი)

სტილი, დაცულია. გამუქებული ადგილები ორიგინალიდან არის.