ევროთასები „მოვილიეთ“ და კვლავ შინაური ჩემპიონატის დრო დადგა. სამწუხარო ტრადიცია მკვიდრდება ბოლო წლებში – კონტინენტურ შეჯიბრებში აგვისტომდე ვერცერთი ქართული კლუბი აღწევს და ისევ ბუნდოვანი უკეთესი მომავლის იმედად ვრჩებით.
ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ კი ეროვნული ლიგა 21-ე ტურით განახლდა.
ჩემპიონობის ორივე მთავარმა მაძიებელმა – „ბათუმმა“ და „დინამომ“ გაიმარჯვა და მათ ერთმანეთს ისევ 9 ქულა აშორებთ.
ცენტრალური მატჩი გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა. მეოთხეადგილოსანმა „დილამ“ ლიდერ „ბათუმს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გორელები ჯობდნენ მეტოქეს, რამდენჯერმე გატანაც შეეძლოთ. გოლი კი მათი მცველის, რევაზ ჩიტეიშვილის უყურადღებობას მოჰყვა. ზღვისპირელებს ჯერჯერობით უჭირთ კვარაცხელიას, დავითაშვილისა და აზაროვის გარეშე.
„დინამომ“ „სიონი“ 3:1 დაამარცხა. თბილისელებმა სამი გაიტანეს, ამდენჯერვე ძელს მოარტყეს ბურთი და ეპიზოდებში კიდევ სტუმართა მეკარე ისიანმა იყოჩაღა.
თუმცა 65-ე წუთამდე ტაბლოზე 0:0 ენთო. მერე კი შეცვლაზე შესულებმა გაილაღეს – სამივე გოლი მათ გაიტანეს. ჭიაბრიშვილმა ზუსტად გამოიცნო ცვლილებები.
თელავის „კავკასიონი არენაზე“ „თელავი“ და „სამგურალი“ ერთმანეთს დაუზავდნენ (1:1).
კახურ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძის დებიუტი შედგა.
„გაგრამ“ სტუმრად „ლოკომოტივი“ 0:2 დაამარცხა და ლიგა 2-ს კიდევ უფრო მიუახლოვა.
ტურის დასკვნითი მატჩი კი უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა. „საბურთალომ“ და „ტორპედომ“ ერთგავრი თრილერი გაითამაშეს.
ქუთაისელები პირველივე წუთზე დაწინურდნენ, ნახევარი საათის თავზე კი უკვე თბილისელები იგებდნენ. საბოლოოდ მაინც „ტორპედომ“ გაიმარჯვა (2:4) და ცხრილში „თელავს“ გადაუსწრო. იმერულ კლუბს აშკარად დაეტყო ნაყოფიერი თურქული შეკრება.
თელავი 1:1 სამგურალი
0:1 პავიშიჩი (45+3 საკ. კარში), 1:1 კვერნაძე (58)
დინამო 3:1 სიონი
1:0 მოისწრაფიშვილი (65), 1:1 ბექაური (70), 2:1 გაბედავა (77), 3:1 კამარა (82)
ლოკომოტივი 0:2 გაგრა
0:1 შონია (4), 0:2 ფარულავა (41)
დილა 0:1 ბათუმი
0:1 რადინი (81)
საბურთალო 2:4 ტორპედო
0:1 ქიმაზე (1), 1:1 სიხარულიძე (22), 2:1 ნონიკაშვილი (35), 2:2 კუხიანიძე (43 პენ), 2:3 ახვლედიანი (78), 2:4 ბუღრიძე (83)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 35 | 23 | 8 | 4 | 71:28 | 77 |
ბათუმი | 35 | 23 | 7 | 5 | 85:32 | 76 |
სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55:41 | 57 |
დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45:35 | 56 |
ტორპედო | 35 | 15 | 8 | 12 | 46:46 | 53 |
საბურთალო | 35 | 13 | 8 | 14 | 51:48 | 47 |
თელავი | 35 | 7 | 17 | 13 | 28:36 | 36 |
გაგრა | 35 | 9 | 9 | 17 | 35:55 | 36 |
სიონი | 35 | 7 | 12 | 16 | 33:58 | 33 |
ლოკომოტივი | 35 | 1 | 5 | 29 | 26:96 | 8 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 10, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი/ნაპოლი იტალია), ვაგნერ გონსალვესი (დილა) – 8, სტანისლავ ბილენკი (დინამო), ნიკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 7