Laporta split opinion when he sold the naming rights to the Nou Camp to Spotify this summerინგლისურმა „დეილი მეილმა” „ბარსელონას” შესახებ წერილი გამოქვეყნა, სადაც კლუბის პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას არნახულ აქტიურობაზეა ლაპარაკობს. გაზეთი წერს, რომ „ბლაუგრანას” შეფმა ლა ლიგის ფეარ-ფლეის წესებთან ისეთი თამაში გააჩაღა და ისეთი თამამი ნაბიჯები გადადგა, რომ კატალონიაში ყველა სახტად დარჩა. ადგილობრივ მედიას ეგონა, რომ ზაფხული წყნარი იქნებოდა, კლუბი სატრანსფერო ბაზარზე არ იაქტიურებდა და შემორჩენილ გროშ-კაპიკს დაზოგავდა. ვინ წარმოიდგენდა რომ „კამპ ნოუს” ახალწვეულების ტალღა მოაწყდებოდა.

Meanwhile, a host of glamour new signings have arrived, such as Robert Lewandowski (right)სხვა საქმეა, რომ ის რასაც ლაპორტა აკეთებს, ყველას არ მოსწონს, რადგან გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ „ბარსელონას” თავისი გენი აქვს და „რეალს” არ უნდა დაემსგავსოს. პრეზიდენტი კი ადგილობრივი სკოლის აღზრდილებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ის დიდ სახელებს არის გამოდევნებული. ცნობილი ფეხბურთელების ყიდვა კომერციულადაც მომგებიანია და ჩავისთვისაც გამოსადეგი.

„დეილი მეილი” წერს, რომ კლუბიდან არასასურველი მოთამაშეების მსუბუქი ცილისმწამებლური კამპანიითა და მუქარებით გაყრა აქამდე უფრო „რეალს” ახასიათებდა ვიდრე ბარსელონას, მაგრამ იანვარში ოსმან დემბელეს შევიწროვება „კატალონიის სიამაყემ” სწორედ ამ ხერხით დაიწყო და ახლაც ფრენკი დე იონგის მიმართ იმავე მეთოდს მისდევს.

ვინ არის მართალი, ლაპორტა თუ მისი კრიტიკოსები, ამ სეზონში გამოჩნდება. ის კი არა, ბევრი რამ პირველ ორ ტურშივე ნათელი გახდებაო, ვარაუდობს ინგლისური გაზეთი. თუმცა, ჯერჯერობით, „ბარსელონას” ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციის პრობლემა აქვს.

თუკი ლაპორტა ახალწვეულების რეგისტრაციის თანხას იშოვის, მაგრამ ისინი ბურთს ხეირიანად ვერ გააგორებენ, მაშინ კიდევ სხვა პრობლემები დაიწყებაო, წერია „დეილი მეილში”. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი, მათ შორის კომერციული წარმატება ხომ იმაზეა დამოკიდებული, რა ხდება მოედანზე – იგებ თუ აგებ. „ბარსელონა” განსაკუთრებული კლუბია, მაგრამ თუ ის ცუდი შედეგების გამო ამ სტატუსს დაკარგავს, ლაპორტას კარგი არაფერი ელის. ის ხომ ბევრისთვის არის კაცი, რომელმაც მესი დათმო და ახლა „ბარსას” განსაკუთრებულობასაც თუ დაკარგავს, ხალხის სიყვარულს არ უნდა ელოდოს.

მაგრამ, მანამდე ისინი, ვისაც ნათელი მომავლის სწამს შეჰხარის ყველაფერს, თუნდაც იმიტომ, რომ სულ ბოლო თამაშში მათმა გუნდმა მექსიკურ „პუმასს” „კამპ ნოუზე”, 82 ათასი მაყურებლის თვალწინ 6:0 გადაურბინა. თამაშებზე ატმოსფერო ჩინებულია. ეს ჯერ კიდევ მას მერე იგრძნობა, რაც მწვრთნელად მათი საყვარელი ვარსკვლავი ჩავი დადგა, დირექტორებმა მატეუ ალემანიმა და ჟორდი კრუიფმა კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ფერან ტორესი გადაიბირეს.

ობამეიანგსა და ტორესს ახლა გუნდში მოსახვედრად გვარიანი ოფლის დენა მოუწევთ. „ბარსელონაში” სერიოზული კონკურენციაა. ზოგი ამბობს, რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობა ევროპაში არავის ჰყავს და ამას რომ ამბობენ, უპირველეს ყოვლისა თავდასხმას გულისხმობენ. თავად განსაჯეთ: დემბელე, რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ტორესი, ობამეიანგი, მემფის დეპაი და ანსუ ფატი. უკეთესი არჩევანი მართლაც ძნელი წარმოსადგენია.