საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი გამართა ისრაელთან და უბრძოლველად დამარცხდა – 96:104.

მეტოქე ძალიან კარგად გამოიყურებოდა და თითქმის ყველაფერი მისდიოდა. სამაგიეროდ, ილიას ზუროსის გუნდს უჭირდა დაცვაში. ებრაელებმა „დაგვბომბეს“ პერიმეტრიდან – 12 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ძალიან კარგად იხსნებოდნენ სამწამიან ზონაშიც და ჩვენს მაღლებს საქმე ძალიან გაურთულეს. ასეთი დაცვით ძალიან გაგვიჭირდება.

სამი მეოთხედის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ისრაელის ნაკრები 16 ქულით იგებდა, თანაც ისე, რომ ყველა მეოთხედი მოიგო და ყველა მეოთხედში 25 ქულა და მეტი ჩაგვიგდო – 84:68 მეტოქის სასარგებლოდ. ბოლო მეოთხედში სხვაობა 20 ქულამდეც ავიდა, რის შემდეგ ისრაელის ნაკრები ოდნავ მოეშვა და საბოლოოდ, მხოლო 8 ქულით მოიგო.