ფლორენტინო პერესმა წერტილი დაუსვა ჭორებს, თითქოს კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემთხვევაში „რეალში” გადავა.
მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” თავის დაღწევას ცდილობს. მიზეზი ის არის, რომ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში არ თამაშობს, კრიშტიანუს კი კარიერის ბოლო წლებში დიდი შეჯიბრების გარეშე ერთი სეზონის გაცდენაც არ უნდა.
ამბობენ, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ყიდვა უნდათ „ჩელსის”, „ატლეტიკოსა” და „ბაიერნს”, თუმცა ლაპარაკობდნენ „რეალზეც”.
რონალდუს მადრიდში დიდებული ცხრა წელიწადი აქვს გატარებული. მან 438 შეხვედრაში 450 გოლი გაიტანა.
2009 წელს „რელმა” რონალდუ 80 მილიონ გირვანქად სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედიდან” შეიძინა, მაგრამ ახლა, როდესაც „ლოს ბლანკოსის” პრეზიდენტს ჰკითხეს აპირებს თუ არა ლეგენდარული ფეხბურთელის „სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნებას, მან უპასუხა:
„კრიშტიანუ ვიყიდო? ისევ? ის ხომ 38 წლის არის”.
სიზუსტისთის: კრიშტიანუ 38 წლის 2023 წლის 5 თებერვალს გახდება.