მადრიდის „რეალის“ მთავარ მეგოლეს, ქარიმ ბენზემას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე სამეფო კლუბს მეტი ფორვარდის დამატება აღარ სჭირდება.

„ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ. „რეალის“ თავდამსხმელი ჩვეულებრივი შემტევი არ არის, რომელიც დგას და ბურთს ელის. ის სულ უნდა მოძრაობდეს, თავისუფალ ადგილებს ეძებდეს, გუნდურად თამაშობდეს.

კითხვაზე სჭირდება თუ არა „რეალს“ კიდევ ერთი შემტევის დამატება, გიპასუხებდით რომ – არა, თუმც ყველაფერს მთავარი მწვრთნელი წყვეტს და სჯობს მას მიმართოთ“, – ამბობს ფრანგი ვარსკვლავი.

Karim Benzema's completely ridiculous one-man show at Chelsea - The Warm-Up - Eurosport